მამუკა მდინარაძე: რუსეთზე გაღიზიანებული ადამიანები ყველაზე მეტად დაკავშირებულები აღმოჩნდებიან ხოლმე ერთმანეთთან
როდესაც რუსებზე მართლა „გაჟრიალებს“ და ამ დროს შენი სახლი რუსებზე გაქვს მიქირავებული, ეს „ნაცმოძრაობის“ სტილია. მსახიობობას რომ თავი დაანებონ, შემდეგ ასეთ უხერხულ მდგომარეობაში აღარ აღმოჩნდებიან, – ასე პასუხობს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ჟურნალისტის კითხვას აკია ბარბაქაძეზე, რომელსაც ამჟამად სამხედროს სტატუსი აქვს, გიორგი ვაშაძესთან ერთად ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას აანონსებდა საქართველოს დეოკუპაციის მიზნით და, გავრცელებული ინფორმაციით, მის მეუღლეს რუსეთის მოქალაქეებზე აქვს ბინა გაქირავებული.
„რუსეთზე ყველაზე მეტად გაღიზიანებული ადამიანები ყველაზე დაკავშირებულები აღმოჩნდებიან ხოლმე ერთმანეთთან. ყველაზე ანტიოკუპანტი თავისი გამოხატულებებით და პერფორმანსებით ვინც იყო, ზუსტად ის აღმოჩნდა ბედის ირონიით, რუსული რუბლების მიმღები ვითომ ჰონორარის. მეორე ვაშაძე იყო და თურმე ბინას აქირავებს რუსებზე. მესამე ეს [აკია ბარბაქაძე]. არაერთი შემთხვევა იქნება ასეთი. ამიტომ არ უნდა იმსახიობო ადამიანმა. ეს კონკრეტული შემთხვევა არ ვიცი, პირველად მესმის, მაგრამ არ გამკვირვებია, სიმართლე გითხრათ. როდესაც რუსებზე მართლა „გაჟრიალებს“ და ამ დროს შენი სახლი რუსებზე გაქვს მიქირავებული, ეს „ნაცმოძრაობის“ სტილია. მსახიობობას რომ თავი დაანებონ, შემდეგ ასეთ უხერხულ მდგომარეობაში აღარ აღმოჩნდებიან“, – ამბობს მდინარაძე.