ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას გასულ წელს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

2022 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გარემონტდა და კეთილმოეწყო 97 შენობა, მათ შორის 54 შენობა კრიმინალურ პოლიციას ეკუთვნის. აქვე მოგახსენებთ, რომ 2022 წლის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში მოხდა ავტოპარკის მნიშვნელოვანი განახლება, – ამის შესახებ განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას.

„2022 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გარემონტდა და კეთილმოეწყო 97 შენობა, მათ შორის 54 შენობა კრიმინალურ პოლიციას ეკუთვნის. აქვე მოგახსენებთ, რომ 2022 წლის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში მოხდა ავტოპარკის მნიშვნელოვანი განახლება. ჯამურად, შეძენილია 580 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რაც გააუმჯობესებს შესაბამისი დანაყოფების ოპერატიულობას და ხელს შეუწყობს როგორც დანაშაულის პრევენციას, ასევე, საგრძნობლად შეამცირებს მომხდარ შემთხვევებზე რეაგირების დროს“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა და დასძინა, რომ თანამედროვე სტანდარტების სამსახურებრივი საშტატო იარაღით აღიჭურვა განსაკუთრებულ დავალებათა, პატრული პოლიციისა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლების ნაწილი. მინისტრის თქმით, ვაჩიანსა და ტაბახმელაში პოლიციის ორი ახალი მულტიფუნქციური შენობა აშენდა, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინვენტარით, ხოლო თანამშრომლების გადაიარაღების პროცესი 2022 წელსაც აქტიურად გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები