იაგო ხვიჩია – “ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: მხარს არ დავუჭერთ

“გირჩის” ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, მისი პარტია „ხალხის ძალის“ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.

„მსჯელობაში ჩავერთვებით, მაგრამ მხარს არ დავუჭერთ. ვეცდებით, რომ არასამთავრობო სექტორს და მედიას ავუხსნათ, რომ ასეთ კანონპროექტებზე მხარდაჭერა არც მაშინ არ შეიძლება, როდესაც სხვას ეხება. ჩვენი ენჯესექტორი და მედიასაშუალებები მსგავსი კანონების მიღებას სხვების მიმართ არ აპროტესტებენ, თავის მიმართ არ მოსწონთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბიუროს სხდომაზე მოძრაობა „ხალხის ძალის“ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაინიცირდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები