ირაკლი კობახიძე: ის აჟიოტაჟი, რომელიც მიგრაციასთან დაკავშირებით შეიქმნა, აბსოლუტურად ხელოვნურია

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის აჟიოტაჟი, რომელიც მიგრაციასთან დაკავშირებით შეიქმნა, აბსოლუტურად ხელოვნურია.

“სტატისტიკით, ფაქტებით დასტურდება, რომ აბსოლუტურად ხელოვნური აჟიოტაჟი იყო შექმნილი მიგრაციასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მიგრაცია რჩება პრობლემად და ამას სჭირდება სერიოზული ძალისხმევა, რომ მინიმუმამდე დავიდეს უარყოფითი მიგრაციული სალდო.

ის აჟიოტაჟი, რომელიც ამ საკითხის გარშემო შეიქმნა, აბსოლუტურად ხელოვნურია და არანაირ ფაქტებს არ ეფუძნება. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შევაკავოთ მიგრაცია და პლუსში გადავიტანოთ მინუსი, რაც დღემდე არის“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები