ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტს არაერთხელ უცდია – მასთან კინკლაობაში შეგვიყვანოს, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ავყვებით

არ მგონია, პრეზიდენტს ამერიკული, რუსული ან ეს კანონპროექტი წაკითხული ჰქონდეს. დარწმუნებული ვარ, არცერთი წაკითხული არ აქვს და განცხადება ემოციურ ფონზე გააკეთა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრისას განუცხადა.

„პრეზიდენტს არაერთხელ უცდია, მასთან კინკლაობაში შეგვიყვანოს, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაში არ ავყვებით, ეს ჩვენი მიზანი და ამოცანა არ არის“, – თქვა კობახიძემ.

გუშინ ბიუროს სხდომაზე მოძრაობა „ხალხის ძალის“ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაინიცირდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ ახალი აგენტების დევნას საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს. ადმინისტრაციის განცხადების თანახმად, “ამ კანონის ინიცირება თავისი შინაარსით არა ევროპას, არამედ რუსეთის მანკიერ მოდელს გვაახლოებს”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები