გურამ მაჭარაშვილი: საკომიტეტო მოსმენებიც კი არ დაწყებულა, პრეზიდენტამდე რა კანონი მივა, ჯერ უცნობია და უცნაურია, რომ თავის პოზიციას აქედანვე ასაჯაროებს

საკომიტეტო მოსმენებიც კი არ დაწყებულა და საკმაოდ უცნაურია, რომ პრეზიდენტი თავის პოზიციას აქედანვე ასაჯაროებს, – ასე ეხმაურება “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას მოძრაობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით.

მაჭარაშვილის თქმით, არ არის გამორიცხული, პრეზიდენტმა ინიციატივას ვეტო დაადოს.

“ჯერჯერობით, საკომიტეტო მოსმენებიც კი არ დაწყებულა და საკმაოდ უცნაურია, რომ პრეზიდენტი თავის პოზიციას აქედანვე ასაჯაროებს. იმიტომ, რომ ჯერ კომიტეტებზე უნდა გავიდეს, მერე სესიაზე უნდა გავიდეს, ეს ყველაფერი სამჯერ უნდა მოხდეს და პრეზიდენტამდე რა კანონი მივა, ჯერ უცნობია. საკმაოდ უცნაურია, რომ ის თავიდანვე აჟღერებს, რომ, როგორც ჩანს, აპირებს,  ამ კანონპროექტს ვეტო დაადოს,” – ამბობს მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები