ნინო წილოსანი: „ხალხის ძალის“ კანონპროექტის ძირითად პრინციპს, რასაც ეწოდება გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე, რა თქმა უნდა ვემხრობით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შეაფასა.

„აღნიშნული კანონპროექტის ძირითად პრინციპს, რასაც ეწოდება გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე, რა თქმა უნდა ვემხრობით. თუმცა ის კითხვები და გარკვეულწილად დასახელებასთან დაკავშირებული საკითხი, რაც ისმის, თავისთავად სამსჯელოა და ჩვენ მზად ვართ, რომ ნებისმიერ ფორმატში, ეს საკომიტეტო იქნება თუ სხვა, აღნიშნული საკითხიც განვიხილოთ“, – განაცხადა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები