გიორგი ვოლსკი: ყველამ უნდა იცოდეს, რომ არცერთი, ცენტი იქნება ეს თუ სხვა ვალუტა, არ იქნება საქართველოში ისეთი, რომ საზოგადოებამ არ იცოდეს, რა ოდენობის არის და რა მიზნებს ემსახურება
“საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ მოქმედებს, რა მიზნები აქვს, რა ფინანსები აქვს და ამ ფინანსების გამოსაყენებლად რა მიმართულების პროექტები უნდა განახორციელოს ჩვენს ქვეყანაში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ “ხალხის ძალის“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ვოლსკიმ “იმედის” ეთერში საუბრისას აღნიშნა, ყველამ უნდა იცოდეს, რომ არცერთი, ცენტი იქნება ეს თუ სხვა ვალუტა, არ იქნება საქართველოში ისეთი, რომ საზოგადოებამ არ იცოდეს, რა ოდენობის არის და რა მიზნებს ემსახურება.
„გარდა ამისა, უნდა ვიცოდეთ, რომ მსოფლიოში არსებობს არაერთი ორგანიზაცია, რომელიც დღეს თუ არა, შეიძლება, ხვალ გამოჩნდეს ასპარეზზე და ჩადოს გარკვეული თანხა გარკვეულ ორგანიზაციაში. ყველამ უნდა იცოდეს, რომ არცერთი, ცენტი იქნება ეს თუ სხვა ვალუტა, არ იქნება საქართველოში ისეთი, რომ საზოგადოებამ არ იცოდეს, რა ოდენობის არის და რა მიზნებს ემსახურება“, – განაცხადა ვოლსკიმ.