ნიკოლოზ სამხარაძე: გაუგებარია აჟიოტაჟი, რაც „ხალხის ძალის“ კანონპროექტს მოჰყვა

„აჟიოტაჟი, რაც წინასწარ მოჰყვა, ცოტა გაუგებარია, თუმცა, ჩვენთან ნებისმიერი კანონპროექტის დარეგისტრირებას აჟიოტაჟი მოჰყვება ხოლმე. ამიტომ, ეს გასაკვირი არ არის”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე “ხალხის ძალის” კანონპროექტის – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს.

სამხარაძის თქმით, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია და ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს იმის შესახებ, რომელი ორგანიზაცია საიდან ფინანსდება.

“საერთაშორისო პრაქტიკას მე ვერ მოგახსენებთ, რადგან ეს უფრო იურისტების საქმეა. არსებობს მსგავსი კანონები, მაგალითად, გერმანიაში, ასევე, ვიცით, რომ მსგავსი არის ამერიკაში, მაგრამ ვერ შევალ დეტალებში და ვერ ვიტყვი, რომელი რომელს უფრო ჰგავს. არსებობს რუსული მაგალითიც, თუმცა, ეს კანონპროექტი არ მგონია, პირდაპირ იყოს გადმოღებული. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის სამსჯელო, ამაზე ვიმსჯელებთ. რა თქმა უნდა, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქემ და, პირველ ყოვლისა, სახელმწიფომ უნდა იცოდეს იმის შესახებ, რომელი ორგანიზაცია საიდან ფინანსდება. ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ“, – განაცხადა სამხარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები