სალომე ზურაბიშვილი ამერიკელ სენატორებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ამერიკელი სენატორები, ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი ორბელიანების სასახლეში ხვდებიან. შეხვედრას საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანიც ესწრება.

პირველი შეხვედრები სენატორებმა პოლიტიკოსებთან გუშინ გამართეს. ისინი დაინტერესდნენ, როგორ ასრულებს ქვეყანა ევროკავშირის 12 რეკომენდაციას, ასევე, ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე.

როგორც ცნობილია, დღის ბოლოს სენატორები შემაჯამებელ პრესკონფერენციას გამართავენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები