პედიატრი – ჩუტყვავილაზე: ორწლიანმა პანდემიამ ბავშვებსაც, მშობლებსაც, ექიმებსაც გადაგვავიწყა ის ინფექციები, რაც მანამდე იყო
“ორწლიანმა პანდემიამ ბავშვებსაც, მშობლებსა, ექიმებსაც გადაგვავიწყა ის ინფექციები, რაც მანამდე იყო – გავრცელებულია მითები, რომ არ შეიძლება ჩუტყვავილას დროს დაბანა. აუცილებელია დაბანა, რომ ინფიცირება მეორადად არ მოხდეს”,- ამის შესახებ პედიატრი თემურ მიქელაძე აცხადებს.
მისივე თქმით, ჩუტყვავილას დროს, ბავშვებმა დიდი რაოდენობით სითხე უნდა მიიღონ.
„ბავშვებისთვის რჩევა არის სიცხის დამწევი საშუალებები, თუ არის მაღალი ტემპერატურა – 39.5 და ზევით. ვურჩევთ, რომ გამოიყენონ პარაცეტამოლის და არა იბუპროფენის ჯგუფის პრეპარატები, რამეთუ იბუპროფენმა შეიძლება მეორადად კანის ნეკროზები და ცელულიტები გამოიწვიოს. პარალელურად, ბავშვებმა უნდა მიიღონ დიდი რაოდენობით სითხე. გამოვიყენოთ ინდიფერენტული, თუთის შემცველი მალამოები. გავრცელებულია მითები, რომ არ შეიძლება ჩუტყვავილას დროს დაბანა. აუცილებელია დაბანა, რომ ინფიცირება მეორადად არ მოხდეს. ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული, უბრალოდ ორწლიანმა პანდემიამ ბავშვებსაც, მშობლებსაც, ექიმებსაც გადაგვავიწყა ის ინფექციები, რაც მანამდე იყო“, – ამბობს მიქელაძე.