„ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში, ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“ – კონკურსის გამარჯვებული პროექტები გამოავლინეს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის – „ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში – ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“ – გამარჯვებული პროექტები გამოავლინა. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ეს პროექტებია:
1. ანსამბლის „ნართები“ გასტროლები რეგიონებში”, განმახორციელებელი ა(ა)იპ ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი „ნართები“. დაფინანსდა ანსამბლის კონცერტები საჩხერესა და მარნეულში.
2. ანსამბლის „მართვე“ დაარსებიდან 45 წლის აღსანიშნავი კონცერტები საქართველოს რეგიონებში, განმახორციელებელი სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლი „მართვე“. დაფინანსდა ანსამბლის კონცერტები წინანდალსა და სტეფანწმინდაში.
3. ანსამბლის „საგალობელი“ გასტროლი საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში, განმახორციელებელი ა(ა)იპ ამბროლაურის კულტურის ცენტრი. დაფინანსდა ანსამბლის კონცერტი მესტიაში.
4. ანსამბლი „ბორჯომი“ – რეგიონებს შორის გადებული ხიდი“, განმახორციელებელი ა(ა)იპ ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი. დაფინანსდა ანსამბლ „ბორჯომის“ კონცერტები ამბროლაურსა და ონში.
5. „არ დავიწყება მოყვრისა“, განმახორციელებელი ფ/პ ვასილ პაპიაშვილი. დაფინანსდა ჰერეთის ფოლკლორული ანსამბლის, „ჰერულას“, კონცერტები სამთაწყაროსა და ლაგოდეხში.
6. ფოლკლორული ანსამბლი „ურმული“ ხალხის სამსახურში – კონცერტები რეგიონებში“, განმახორციელებელი ი/მ ნუგზარ ქავთარაძე – ანსამბლი კელაპტარი. დაფინანსდა ანსამბლ „ურმულის“ კონცერტები დუშეთსა და თიანეთში.
7. „საქართველო – ეგარი“, განმახორციელებელი შპს მეტა ჯორჯია. დაფინანსდა ანსამბლ „ეგარის“ კონცერტები სამტრედიასა და სენაკში.
8. „სახალხო დღესასწაულები და „ერისიონი“, განმახორციელებელი სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი”. დაფინანსდა ანსამბლის კონცერტი ახალციხეში.
9. „განვითარების ფორმები ხალხურ სიმღერაში“, განმახორციელებელი ა(ა)იპ აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“. დაფინანსდა ანსამბლ „შავნაბადას“ კონცერტები ხაშურსა და სოფ. ნავაზში.
10. „ხელოვნების გზით“, განმახორციელებელი ა(ა)იპ სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯი. დაფინანსდა ანსამბლის, „ჯი ფოლკის“, კონცერტი ჭიათურაში.
11. „მხიარული გაზაფხულის დღესასწაული საქართველოს რეგიონებში“, განმახორციელებელი ა(ა)იპ ანსამბლი „სათანაო“. დაფინასდა ანსამბლ „სათანაოს“ კონცერტები მარტყოფსა და კონდოლში.
12. „წუთისოფელი – შემეცნებითი ლიტერატურულ- მუსიკალური კომპოზიცია”, განმახორციელებელი ფ/პ ზურაბ ლოლაძე. დაფინანსდა ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტები ასპინძასა და ვალეში.
13. „ახალგაზრდები საქართველოსთვის“, განმახორციელებელი ა(ა)იპ ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო ფესტივალი – ნანი. დაფინანდა კონცერტი ზესტაფონში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 17 ახალგაზრდა შემსრულებელი ინსტრუმენტულ ჯგუფთან ერთად.
14. ახალგაზრდა კომპოზიტორთა ქართულენოვანი სიმღერების ფესტივალის საზაფხულო კონცერტი „ჰიტერატურა”, განმახორციელებელი ა(ა)იპ დათო ევგენიძის ფონდი თბილი-სი. დაფინანსდა კონცერტი ბათუმში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა მიმდინარეობის 20-ზე მეტი მუსიკოს- შემსრულებელი.
15. „ქალაქური მრავალხმიანობა რეგიონებში“, განმახორციელებელი შპს ქალაქური მრავალხმიანობა. დაფინანსდა ჯგუფების/ანსამბლების – „შვიდკაცა“, „ალილო“, „ქართული ხმები“, „თეატრალური კვარტეტი“, „ფორტე“ – კონცერტები სოფ. ნიქოზსა და მეჯვრისხევში.
16. „შენი სიმღერა შენს სოფელში“, განმახორციელებელი შპს გლობალ არტი. დაფინანსდა ანსამბლ „გორდელას“ კონცერტები სოფ. ვარიანსა და კარდენახში.
17. „მუსიკალური ბილიკებით შემოვლილი საქართველო“, განმახორციელებელი ა(ა)იპ ბორჯომის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა. დაფინანსდა ანსამბლის „ოქტავა“ კონცერტები ამბროლაურსა და ონში.
18 „ფოლკლორული და ქალაქური ჰანგები კახეთში“, განმახორციელებელი ფ/პ ნათია ქოროღლიშვილი. დაფინანსდა კონცერტები ახმეტასა და თელავში.
19. „ქართული დუეტები“, განმახორციელებელი ა(ა)იპ თბილისის განათლებისა და კულტურის ცენტრი. დაფინანსდა კონცერტი საჩხერეში.
20. „გული ადამიანობს – 40 წელი სცენაზე“, განმახორციელებელი ი/მ ლაშა ბაშარული. დაფინანსდა თემურ თათარაშვილის კონცერტები ქარელსა და თერჯოლაში.
21. „მშვიდობა თქვენდა“, დაფინანსდა კონცერტები ხობში, აბაშაში, ვანსა და ბაღდათში – ვახტანგ ტატიშვილის, ნუგზარ კვაშალის, ბესიკ კალანდაძის, ნუგზარ ერგემლიძის, ზურაბ კობეშავიძის, მაკა კაჯაიას, ზურაბ მანაგაძისა და კაკო ვაშალომიძის მონაწილეობით.
22. „ინგა ბერაძისა და გიგი გეგელაშვილის საგასტროლო ტურნე“, განმახორციელებელი ფ/პ გიორგი გეგელაშვილი. დაფინანსდა კონცერტები ჩოხატაურში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში.
„კონკურსის ბიუჯეტი შეადგენდა 500 000 ლარს და მის ფარგლებში სამინისტროს მომართა 50 განმცხადებელმა. 22 გამარჯვებული პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 41 კონცერტი გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ კონკურსი 2022 წელსაც გამოცხადდა და მის ფარგლებში განხორციელდა 11 პროექტი, რომელთა ფარგლებშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სოფელსა თუ დაბაში 32 კონცერტი გაიმართა, ღონისძიებებში მონაწილეობა კი 192-მა ხელოვანმა მიიღო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები