საქართველოს პარლამენტი თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულების დასახმარებლად მორიგ ჰუმანიტარულ ტვირთს აგზავნის

საქართველოს პარლამენტი თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულების დასახმარებლად მორიგ ჰუმანიტარულ დახმარებას თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს გადასცემს.

პარლამენტის ინფორმაციით, ქველმოქმედებისთვის თანხა ჰუმანიტარული ტვირთის შესაძენად დეპუტატების და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების მიერ სპეციალურად გახსნილ სახაზინო ანგარიშზე შეგროვდა. საქართველოს პარლამენტის მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მეორედ გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები