კლასიკური მუსიკის საღამო – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში
17 თებერვალს, 19:00 საათზე, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის – საფორტეპიანო, ვოკალური და ინსტრუმენტალური განყოფილების სტუდენტები: სანდრო გეგეჭკორი, საბა მიქელაძე, მარიამ შარაშენიძე, თამარ ხმიადაშვილი, ელენე კვანტალიანი, თინათინ მამულაშვილი, ნიცა ბური, ზურაბ ავაგუმაშვილი, ეკა გოგოლიძე, სოფიო ჩხეიძე, მარიამ სარჯველაძე, თამარ დარასელია, ვახტანგ იშხნელი, ქეთი ზარიაშვილი, ანი ანაკიძე, ავთანდილ ჭიკავა, ვალერიან რობანიშვილი, თამარ სურმავა.
შესრულდება: მოცარტის, დონიცეტის, დე-ფალიას, როსინის, ვერდის, ლისტის, შტრაუსის, ფალიაშვილის, ამირეჯიბის, ნასიძის, ყანჩელის ვოკალური და ინსტრუმენტული ნაწარმოებები.
მისამართი: ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი, დ.ბაქრაძის N10.