ირაკლი კობახიძე – “ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობაზე”: ეს კამპანია მალე ესებუამდეც მივა
“ეს კამპანია მალე ესებუამდეც მივა. კრიმინალების დაცვის მიმართულებით ისეთი სწრაფი ტემპებით მიდიან, ბოლოს პოლიტიკურ კამპანიას ბადრი ესებუას გასათავისუფლებად წამოიწყებენ”, – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით დაფუძნებულ მოძრაობას.
კობახიძის თქმით, ქვეყანაში კანონი უნდა აღსრულდეს.
„ეს ყველაფერი სირცხვილია. საქართველოში კანონი უნდა აღსრულდეს, სასჯელი უნდა აღსრულდეს. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ეს პრინციპი აუცილებლად იქნება დაცული”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა“ დაფუძნდა. განცხადებები მოძრაობის წევრებმა რუსთავის ციხესთან გააკეთეს. მოძრაობის წევრები არიან პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და გვარამიას მხარდამჭერები.