ირაკლი კობახიძე: სირცხვილია, რომ მარგველაშვილს ერქვა საქართველოს პრეზიდენტი – ფორმალურად, მაგრამ ერქვა მთავარსარდალი

“სირცხვილია, რომ ამ კაცს ერქვა საქართველოს პრეზიდენტი სულ რამდენიმე წლის წინ, ეს ყველაფერი მართლა სირცხვილია”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გიორგი მარგველაშვილზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, მარგველაშვილის განცხადებები მძიმე მოსასმენია.

„არ მიკვირს არც ჯარის და არც ნებისმიერი ქართველის აღშფოთება. მით უმეტეს, რომ რამდენიმე წლის წინ გიორგი მარგველაშვილს საქართველოს პრეზიდენტი ერქვა, ფორმალურად, მაგრამ ერქვა მთავარსარდალი. როცა ის ასეთ სამარცხვინო განცხადებებს აკეთებს, რა თქმა უნდა, ეს მძიმე მოსასმენია, პირველ ყოვლისა, ჯარისთვის. აქედან გამომდინარე, მათი აღშფოთება არ მიკვირს. უბრალოდ, მარგველაშვილისგან საერთოდ არაფერია გასაკვირი – პრეზიდენტის პოსტზე ის იყო სამარცხვინო და დღესაც აგრძელებს სამარცხვინო საქმიანობას“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მას რეალური ჰგონია, რომ ქართული სახელმწიფო შეიარაღებული ძალებით დაეხმაროს რუსეთს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები