ირაკლი კობახიძე: სასამართლო ერთხელ მაინც თუ დაუშვებს პრეცედენტს, რომ ადამიანი ხელოვნურად წონაში იკლებს და ეს მისი გათავისუფლების საფუძველი ხდება, მაშინ ვერცერთი ციხე ვეღარ იმუშავებს

“ნებისმიერ პატიმარს შეუძლია, იგივე გაიმეოროს – დაიკლოს წონაში ხელოვნურად, რასაც სააკაშვილი აკეთებს და ეს თუ მისი გათავისუფლების გარანტია იქნება, ვერცერთი საპატიმრო დაწესებულება ნორმალურ ფუნქციონირებას ვეღარ გააგრძელებს”, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების თაობაზე სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვას აპირებენ.

კობახიძის თქმით, მსგავსი პრეცედენტი სასჯელაღსრულების სისტემას ჩამოშლის.

„სტრასბურგმა რომ დააკმაყოფილოს ასეთი სარჩელი, გამოდის, რომ ბოლომდე უნდა ჩამოშალოს სასჯელაღსრულების სისტემები მთელი ევროპის მასშტაბით. სასამართლო ერთხელ მაინც თუ დაუშვებს პრეცედენტს, რომ ადამიანი ხელოვნურად წონაში იკლებს და ეს მისი გათავისუფლების საფუძველი ხდება, მაშინ ვერცერთი ციხე ვეღარ იმუშავებს. ნებისმიერ პატიმარს შეუძლია ზუსტად იგივე გაიმეოროს – ხელოვნურად დაიკლოს წონაში, რასაც აკეთებს სააკაშვილი და ამ შემთხვევაში თუ ეს მისი გათავისუფლების გარანტია იქნება, ბუნებრივია, ვერცერთი საპატიმრო დაწესებულება ვეღარ გააგრძელებს ნორმალურ ფუნქციონირებას“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები