დავით მათიკაშვილი: სააკაშვილი იმკურნალებს იმ შემთხვევაში, როდესაც მიიღებს მედიკამენტებს და მიიღებს საკვებს იმდენი რაოდენობით, რომ გახდომა არ განაგრძოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ვიდეოკადრებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, სააკაშვილმა ექიმების მიერ დანიშნული მედიკამენტები უნდა მიიღოს.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა სააკაშვილის არის ისეთი, როგორსაც, სამწუხაროდ, ხელოვნურად მართავენ. სწორედ ასეთი ხელოვნური ნაბიჯებით არის განპირობებული, რომ არის ისეთი და არა სხვანაირი. რატომ არ შეიძლება, იმკურნალოს სააკაშვილმა იქ, სადაც ახლა არის. ის იმკურნალებს იმ შემთხვევაში, როდესაც მიიღებს მედიკამენტებს, რომელსაც ექიმები უნიშნავენ და მიიღებს საკვებს იმდენი რაოდენობით, რომ გახდომა არ განაგრძოს. ეს შეგნებულად გადადგმული ნაბიჯია, რომ მსოფლიოს, ყველა დაინტერესებულ პირს ანახონ, თუ რა ცუდ დღეშია პატიმარი სააკაშვილი, რაც სინამდვილეში არის მანიპულაცია“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები