ირაკლი ჩიქოვანი: რეზოლუციაში ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაციაა

„რეზოლუციაში არის ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია, რაც, პირველ ყოვლისა, ამ ევროპულ ინსტიტუტს რეპუტაციულად აზიანებს”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჩიქოვანი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას.

ჩიქოვანის თქმით, ხელისუფლება პატიმარი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობაზე ზრუნავს.

“რეზოლუცია ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, იზრუნოს სააკაშვილის ჯანმრთელობაზე. დიახ, ხელისუფლება ამას აკეთებს, თუმცა, არ მგონია, რომ რომელიმე ევროპარლამენტარი ან ევროპელი პოლიტიკოსი მზად იყოს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის სიმულაციაზე აიღოს პასუხისმგებლობა“, – აცხადებს ჩიქოვანი.

ცნობისთვის, რეზოლუციის ტექსტის თანახმად, ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის გათავისუფლებისა და საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობის მიცემისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები