კოლუმბიაში 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
კოლუმბიის ჩრდილოეთით 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური იტყობინება.
აღინიშნება, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სან-ჰილის ჩრდილო-აღმოსავლეთით 25 კილომეტრში, 161,4 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
ქალაქში 33,5 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.