პარლამენტში კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის პარლამენტებს შორის არსებული თანამშრომლობა დღეს განხილვის მთავარი თემა იყო შეხვედრაზე, რომელიც მეგობრობის ჯგუფის ფორმატში წარიმართა. კორეის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებმა კორეელ კოლეგებთან, ურთიერთობების გაღრმავებასა და სამომავლოდ არსებულ პერსპექტივებზე იმსჯელეს.

„სამხრეთ კორეა საქართველოს მეგობარი ქვეყანაა. მეგობრობის ჯგუფის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ ისეთი საკითხები როგორიცაა ორმხრივი პირდაპირი ავია მიმოსვლა, ტურიზმის განვითარება, ეკონომიკური პროექტების და ინვესტიციების ხელშეწყობა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს და კორეის რესპუბლიკის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფები აქტიურად თანამშრომლობენ, რასაც ასევე მოწმობს ორმხრივი საპარლამენტო ვიზიტები“, – განაცხადა მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა შოთა ხაბარელმა.

კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის წევრებთან შეხვედრას, მეგობრობის ჯგუფის წევრები ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, თეონა აქუბარდია, გელა სამხარაული, ეკა სეფაშვილი და ჰერმან საბო დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები