ისტორიული მატჩებისთვის საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ისტორიული მატჩებისთვის ემზადება. მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დარჩენილ ორ მატჩში ილიას ზუროსის გუნდი ნიდერლანდებისა (23 თებერვალი) და ისლანდიის (26 თებერვალი) ნაკრებებს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების 14-კაციანი შემადგენლობა ასეთია: რატი ანდრონიკაშვილი, კახაბერ ჯინჭარაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, გიორგი კორსანტია, მიხეილ ბერიშვილი, მერაბ ბოქოლიშვილი, თორნიკე შენგელია (გუნდის კაპიტანი), თად მაკფადენი, ბექა ბექაური, გივი ბაქრაძე, ილია ლონდარიძე.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ილიას ზუროსი ამ 14 კალათბურთელიდან 12-ს შეარჩევს და გუნდის საბოლოო შემადგენლობას დაასახელებს. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის ისტორიული შანსი აქვს. 23 თებერვალს – ნიდერლანდების, ხოლო 26 თებერვალს ისლანდიის წინააღმდეგ შეხვედრებში წარმატების შემთხვევაში ქართველი კალათბურთელები ისტორიაში პირველად შეძლებენ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას.
საქართველოსთვის გადამწყვეტი მატჩი ისლანდიის ნაკრების წინააღმდეგ „თბილისი არენაზე“ 26 თებერვალს 20:00 საათზე დაიწყება.