ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის პრემიერ–მინისტრს შეხვდა (ფოტოკოლაჟი)
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის პრემიერ–მინისტრს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილისა და ჰოვიკ აბრაჰამიანის პირისპირ შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის შენობაში გაიმართა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.