ირაკლი ზარქუა: ის საქართველო შევარცხვინე, რომელიც კუბილიუსის და გრეგოროვას თამაშის წესით განვითარდება

“ის საქართველო შევარცხვინე, რომელიც კუბილიუსის და გრეგოროვას თამაშის წესით განვითარდება”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას, რომ თუ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება სურს, მათი წესებით უნდა იმუშაოს.

ზარქუას თქმით, საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც კანონით იმართება.

“ე.ი. თურმე, თუ კუბილიუსების, ფოტიგების, გრეგოროვების თამაშის წესებით არ იმუშავებს საქართველო, კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ის საქართველო შევარცხვინე, რომელიც კუბილიუსის და გრეგოროვას თამაშის წესით განვითარდება. ჩვენ ვართ სახელმწიფო და ვერ გაიგეს ამათ, რომ საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც იმართება კანონით, კანონის უზენაესობით”, – განაცხადა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები