მიხეილ სარჯველაძე: თურმე, კეზერაშვილი, სააკაშვილი და მერაბიშვილი არიან დემოკრატიის მამები და ივანიშვილი უნდა დასანქცირდეს – ეს არის პოლიტიკური კორუფციის კლასიკური მაგალითი

თურმე, კეზერაშვილი, სააკაშვილი და მერაბიშვილი არიან დემოკრატიის მამები და ივანიშვილი, რომელიც პოლიტიკასთან შეხებაში არ არის, უნდა იყოს დასანქცირებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის პოლიტიკური კორუფციის კლასიკური მაგალითი.

„თურმე, კეზერაშვილი, სააკაშვილი და მერაბიშვილი არიან დემოკრატიის მამები და ივანიშვილი, რომელიც პოლიტიკასთან შეხებაში არ არის, უნდა იყოს დასანქცირებული – ეს არის პოლიტიკური კორუფციის კლასიკური მაგალითი. ჩანს, რომ ხშირ შემთხვევაში კორუფციული პოლიტიკა უფრო წინ არის წამოწეული, ვიდრე რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით სიტუაციის ანალიზი. როგორც აღმოჩნდა, კორუფცია საკმაოდ ფესვგადგმულია ევროპარლამენტში. მიხეილ სააკაშვილზე ვენდეტა როგორ არის, როცა ადამიანს მისჯილი აქვს კანონიერად და სასჯელს ყოველმხრივ საუკეთესო პირობებში იხდის. მეორე მხარეა ის, რომ მას აქვს სიმულაციების პოლიტიკა, რათა სასჯელს თავი აარიდოს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები