რამდენია მაღაზიების ფასნამატი პურზე? – „პურის მცხობელთა ასოციაციის“ ინფორმაცია

„პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის ინფორმაციით, მაღაზიებში პურის ფასს 30-40-50 თეთრი ემატება. ამის შესახებ დოლიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„სულ სხვაა ფასი, რომლითაც წარმოება პროდუქციას მაღაზიას აწვდის და სულ სხვაა მაღაზიაში გაყიდულის ფასი. ყველა მაღაზიას თავისი მოგების მარჟა აქვს. წინათ ასეთი წესი არსებობდა: პროდუქციას მხოლოდ 5 % ემატებოდა. დღეს ასე არაა. ვიცი, არის შემთხვევები, როცა პურის ფასს 30-40-50 თეთრი ემატება. მინდა, იცოდეთ წარმოებიდან საშუალო გასაცემი ფასები 500 – გრამიან პურზე არის 85-90 თეთრი, 1 ლარი, 1 ლარი და 10 თეთრი, 1 ლარი და 20 თეთრი. ფასები, რასაც მაღაზიაში იხილავთ, ეს მაღაზიის ფასნამატით დადებული ფასებია“, – განაცხადა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები