ირაკლი ღარიბაშვილი: კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 41-ე ადგილზეა 180 ქვეყანას შორის, ასევე, 2023 წლის ინდექსით NUMBEO საქართველოს მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს შორის მსოფლიოში მე-18, ხოლო ევროპაში მე-8 ადგილზე ამყოფებს

გადამწყვეტი ქმედებების განხორციელებისას საქართველოს მთავრობა ინარჩუნებს მუშაობის გამჭვირვალობას და ღიაობას, ადგენს მაღალ სტანდარტებს ღია მმართველობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში და უსაფრთხოების მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე, სახელწოდებით „საქართველოს პოტენციალის ახალ ასპარეზზე გასვლა – გზა ეკონომიკურ კეთილდღეობამდე”.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ძალისხმევა მრავალ საერთაშორისო რეიტინგში აისახა. „ეკონომიკის გაძლიერება და რეგიონული ჰაბის განვითარება შეუძლებელი იქნება სათანადო დაგეგმვის და დემოკრატიული ღირებულებებისადმი მტკიცე ერთგულების გარეშე. სწორედ ამიტომ, შარშან დავამტკიცეთ მთავრობის ხედვა 2030. ეს არის საქართველოს განვითარების სტრატეგია, რომელიც ყოვლისმომცველი, ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტია და წარმართავს ქვეყნის პოლიტიკის დაგეგმვას და კოორდინაციას. თან ასახავს 2030 წლისთვის ქვეყნის განვითარების ძირითად მიზნებს და პრიორიტეტებს, გაეროს 2030 წლისთვის განსაზღვრული მდგრადი განვითარების დღის წესრიგის სულისკვეთებას და საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პრინციპებს.
სტრატეგიის გრძელვადიანი ხედვა მიზნად ისახავს საქართველოში მდგრადი ეკონომიკური ზრდის, სოციალური თანასწორობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის ხელშეწყობას. გადამწყვეტი ქმედებების განხორციელებისას საქართველოს მთავრობა ინარჩუნებს მუშაობის გამჭვირვალობას და ღიაობას. ადგენს მაღალ სტანდარტებს ღია მმართველობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში და უსაფრთხოების მიმართულებით. ეს ძალისხმევა აისახა მრავალ საერთაშორისო რეიტინგში, მათ შორის, საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსში 2022 წელს, რომელიც საქართველოს 41-ე ადგილზე ამყოფებს მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის. ასევე, საქართველო წინ უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს მრავალ წევრ ქვეყანას, მსოფლიო ბანკის 2021 წლის მმართველობის ინდიკატორებით.
რეგულირების ხარისხით საქართველო 35-ე ადგილზეა და გლობალურად მსოფლიო სამართლის პროექტის 2022 წლის სამართლის უზენაესობის ინდექსით საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ კრიმინალის 2023 წლის ინდექსით NUMBEO საქართველოს მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს შორის მსოფლიოში მე-18, ხოლო ევროპაში მე-8 ადგილზე ამყოფებს”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები