ლევან ნიკოლეიშვილი – სანდრო გირგვლიანზე: არაფერი გამოხატავს იმ რეჟიმის სისასტიკეს ისე, როგორც ამ ახალგაზრდა ადამიანის ტრაგედია; მოკლეს, მკვლელებს ხელი დააფარეს, ოჯახს სულში ჩააფურთხეს, საზოგადოება გამოთქმული პროტესტის გამო დაარბიეს, სტრასბურგის გადაწყვეტილება ფეხზე დაიკიდეს

დღეს სანდრო გირგვლიანის დაბადების დღეა! იმ სანდრო გირგვლიანის, რომელიც სააკაშვილის სისტემამ მოკლა. არაფერი გამოხატავს იმ რეჟიმის სისასტიკეს ისე, როგორც ამ ახალგაზრდა ადამიანის ტრაგედია, – ამის შესახებ ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, აღსანიშნავია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ სანდრო გირგვლიანის საქმეზე გამოტანილი გადაწვეტილება, სადაც წერია, რომ „სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტის გამო, რომ არც პროკურატურა და არც ადგილობრივი სასამართლოები არ შეეცადნენ, გაერკვიათ საქმის რამდენიმე ძირითადი გარემოება”. ნიკოლეიშვილის განცხადებით, რეჟიმის შემქმნელ ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც ამჟამად მსჯავრდებულია, სინანულიც კი არ გამოუთქვამს აღნიშნულ საქმეზე.

„დღეს სანდრო გირგვლიანის დაბადების დღეა! იმ სანდრო გირგვლიანის, რომელიც სააკაშვილის სისტემამ მოკლა. არაფერი გამოხატავს იმ რეჟიმის სისასტიკეს ისე, როგორც ამ ახალგაზრდა ადამიანის ტრაგედია. მოკლეს, მკვლელებს ხელი დააფარეს, ოჯახს სულში ჩააფურთხეს, საზოგადოება გამოთქმული პროტესტის გამო დაარბიეს, სტრასბურგის გადაწყვეტილება ფეხზე დაიკიდეს… კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ სტრასბურგმა გირგვლიანის საქმეზე მისთვის უჩვეულო და იქამდე და იმის შემდეგ არგამოყენებული ვორდინგით შეაფასა სააკშვილის რეჟიმის სისასტიკე, დაწერა რა, რომ “ის გაოგნებულია იმ ფაქტის გამო, რომ არც პროკურატურა და არც ადგილობრივი სასამართლოები არ შეეცადნენ გაერკვიათ“ საქმის რამდენიმე ძირითადი გარემოება”.
ამ რეჟიმის ავტორი დღეს ოროთახიან ლუქსში ზის და არათუ სინანული არ გამოუთქვამს, კვლავ თითს გვიქნევს და თავს საქართველოს შემქმნელს უწოდებს”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები