თურქეთში საქართველოს ელჩი: შეძლებისდაგვარად, მიწისძვრის ზონიდან გამოვიყვანთ ჩვენს თანამემამულეებს
თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა აცხადებს, რომ მიწისძვრის ზონიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა მოხდება.
“უკვე ადანაში ვართ. მივემგზავრებით სტიქიის ეპიცენტრისკენ, მოვინახულებთ ქართველ მაშველებს, დავარიგებთ დახმარებას და შეძლებისდაგვარად მიწისძვრის ზონიდან გამოვიყვანთ ჩვენს თანამემამულეებს”, – წერს ელჩი სოციალურ ქსელში.