საგარეო უწყება: თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გარდაცვალება დადასტურდა
თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს.
უწყების ცნობით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, ქ. გაზიანტებში საქართველოს მოქალაქე – ი.პ. გარდაიცვალა.
თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა.