ლევან დავითაშვილი: ენერგეტიკის სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებები გვაქვს

„ჩვენი ინვესტორები დიდი ხანია ელოდნენ სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის ახალ სქემას, რომელიც გასული წლის ბოლოს დავამტკიცეთ. და ამ სქემის შესაბამისად შემუშავდა კონკრეტული აუქციონის პირობები და აუქციონი გამოცხადდა 10 თებერვალს, საღამოს და ვფიქრობ, რომ ჩვენი განახლებადი ენერგეტიკის ახალი ეტაპი დაიწყო“, – ამის შესახებ  ლევან დავითაშვილმა “ქრონიკაში” საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ, ანაკლიის პორტის გარშემო ინტენსიური მუშაობა გვაქვს სხვადასხვა ტიპის ინვესტორთან, ეს დავოსის გაგრძელებაა, მანამდეც გვქონდა რეგულარული მუშაობა, მაგრამ დავოსის შემდეგ, როდესაც ინვესტორებს მეტი ინფორმაცია მივაწოდეთ, უფრო გააქტიურებულია მუშაობა. წლევანდელი წელი გარდამტეხი უნდა იყოს იმისთვის, რომ ჩვენ სამშენებლო სამუშაოების ეტაპზე გადავიდეთ და პროექტი შექმნას. წლის ბოლოს გვექნება მნიშვნელოვანი პროგრესი ამ მიმართულებით“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები