იონათამიშვილი: მართლა მოხერხება უნდა, ხაბეიშვილზე უარესი განცხადება გააკეთო – უფრო მეტად არასერიოზული და უხერხული და გიგა ბოკერიამ ეს მოახერხა

მართლა მოხერხება უნდა, ხაბეიშვილზე უარესი განცხადება გააკეთო – უფრო მეტად არასერიოზული და უხერხული და გიგა ბოკერიამ ეს მოახერხა, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათაშვილი გიგა ბოკერიას მიერ გაკეთებულ განცხადებას.

დეპუტატის თქმით, ბოკერიას დესტრუქციული განცხადება კიდევ უფრო დაბალი სტანდარტისა და ხარისხის არის, ვიდრე ხაბეიშვილის კარიკატურული გამოსვლებია.

„რეალურად, მართლა მოხერხება უნდა, ხაბეიშვილზე უარესი განცხადება გააკეთოს, უფრო მეტად არასერიოზული და უხერხული და გიგა ბოკერიამ ეს მოახერხა. გულწრფელად რომ გითხრათ, ნამდვილად არ მეგონა, თუ ის იქნებოდა სწორედ ასეთი პერსონაჟი, მაგრამ ფაქტია. მისი ეს დესტრუქციული განცხადება კიდევ უფრო დაბალი სტანდარტისა და ხარისხის არის, ვიდრე ხაბეიშვილის კარიკატურული გამოსვლებია ხოლმე. საბოლოო ჯამში, თუ ასე გააგრძელებს რადიკალური ოპოზიცია, ძალიან კარგი იქნება, ვინაიდან ამით საბოლოოდ მოახდენს საკუთარი თავის გაქრობას ქართული პოლიტიკური სივრციდან“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის მზად უნდა იყვნენ იმ ატმოსფეროს შესაქმნელად, რომელიც უკრაინაში, მაიდნის დროს იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები