საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ პროკურატურის თანამშრომლებს რანგში დაწინაურების სერტიფიკატები გადასცა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ პროკურორებს და გამომძიებლებს რანგში დაწინაურება მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა.

პროკურატურის ინფორმაციით, ღონისძიებას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე – ბაკურ აბულაძე, საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე – შოთა ტყეშელაშვილი და პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გენერალურმა პროკურორმა პროკურორებს და გამომძიებლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ირაკლი შოთაძის განაცხადებით, თანამშრომლების სოციალური გარანტიების გაუმჯობესება პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. რანგირება თანამშრომელთა მოტივაციის და სისტემის ეფექტიანობის გასაზრდელად მნიშვნელოვანია.
საქართველოს პროკურატურაში, პროკურატურის თანამშრომელთა რანგირების სისტემა 2020 წლიდან საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით დაინერგა. 2020 წლიდან დღემდე ჩატარებულია რანგირების საბჭოს 5 სხდომა, რომლის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის ორგანოების/სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელების მიერ წარმოდგენილი 286 პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლის რანგში დაწინაურების საკითხი განიხილა, რომელთა საქმიანობა განსაკუთრებით წარმატებული და გამორჩეული იყო. დღეის მდგომარეობით პირველი და მეორე რანგი მინიჭებული აქვს 146 თანამშრომელს. პირველი რანგი – 39 პროკურორს და 10 გამომძიებელს, მეორე რანგი – 74 პროკურორს და 23 გამომძიებელს მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები