მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქცია იმართება.

ორგანიზატორების თქმით, პროტესტი ყოველდღიური იქნება, ვიდრე ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის შესაძლებლობა არ მიეცემა.

ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული, რომელთაც გზის სავალი ნაწილი გადაკეტილი აქვთ.

შეგახსენებთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროტესტის უწყვეტი ტალღა მას შემდეგ დააანონსა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები