ჯანმო: თურქეთის მიწისძვრის შედეგად შესაძლოა, 23 მილიონი ადამიანი დაზარალდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად შესაძლოა, 23 მილიონი ადამიანი დაზარალდეს.

როგორც ჟენევაში, ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების საკითხთა უფროსმა, ადლჰაიდ მარშანგმა თქვა, “მოვლენების მიმოხილვითი რუკები აჩვენებს, რომ 23 მილიონი ადამიანი შესაძლოა, დაზარალდეს, მათ შორის, დაახლოებით 5 მილიონი მოწყვლადი მოსახლეობა, ასევე, 350,000-ზე მეტი ხანდაზმული ადამიანი და 1.4 მილიონი ბავშვი“.

ჯანმო-ს ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა შექმნილი ვითარების გამო შეშფოთება გამოთქვა და მას “დროის წინააღმდეგ რბოლა” უწოდა.

”ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებული ვართ იმ ტერიტორიებით, რომლებზეც ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია. დაზიანების რუკა ერთ-ერთი გზაა იმის გასარკვევად, თუ რაზე უნდა გავამახვილო ყურადღება,” – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები