ალბანეთში ე.წ. კანონიერი ქურდი, მინდია “ლავასოღლი” დააკავეს

ალბანეთში ტირანას პოლიციამ ე.წ. კანონიერი ქურდი, მინდია გორაძე (ლავასოღლი) დააკავა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველები 42 წლის, საქართველოს მოქალაქის სამშობლოში ექსტრადირებას გეგმავენ.

ალბანური პოლიციის ინფორმაციით, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი მინდია გორაძე, იგივე “ლავასოღლი”, ტირანაში ცხოვრობდა, მას ძალადობრივი კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობა ედება ბრალად.

დაკავების ამსახველ ვიდეოკადრებს ალბანეთის პოლიცია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები