თამარ ჩერგოლეიშვილი – „სტრატეგია აღმაშენებლის“ ბოიკოტზე: გატყუებენ, მანდატებს ინარჩუნებენ, არანაირ ბოიკოტში არ გადადიან

„ამასაც გატყუებენ. მანდატებს ინარჩუნებენ. არანაირ ბოიკოტში არ გადადიან“, – ასე გამოეხმაურა „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პარტია საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს და ბოიკოტს იწყებს.

ჩერგოლეიშვილის თქმით, როგორი “ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობაც” დაიწყეს, ისეთივე “ბოიკოტს” აცხადებენ ესენიც და “ნაცებიც”.

“ამასაც გატყუებენ.
მანდატებს ინარჩუნებენ.
არანაირ ბოიკოტში არ გადადიან.
აი, როგორი “ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობაც” დაიწყეს, ისეთივე “ბოიკოტს” აცხადებენ ესენიც და “ნაცებიც”.
სიმულანტობენ”, – წერს ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები