ისკენდერუნის პორტში ძლიერი ხანძარია – ასობით კონტეინერი იწვის

თურქეთის სამხრეთით, ქალაქ ისკენდერუნის პორტში ძლიერი ხანძარია, კონტეინერები იწვის.

თურქული ტელეარხის  – NTV-ის ცნობით, ხანძარი მიწისძვრის შემდეგ გაჩნდა და მისი მასშტაბები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მედიის ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების ფართობი შესაძლოა, რამდენიმე ასეულ მეტრს შეადგენდეს.

ადგილზე პერიოდულად აფეთქებების ხმაც ისმის.

ცეცხლის კონტროლზე აყვანა, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები