ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გიდები და მედიის წარმომადგენლები ბახმაროს ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნენ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გიდები და მედიის წარმომადგენლები ბახმაროს ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნენ. ინფოტური გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამთო გამყოლები ადგილზე გაეცნენ, თუ რა შესაძლებლობები აქვს ბახმაროს ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულთათვის, ასევე, დაათვალიერეს ბახმაროს ტურისტული ინფრასტრუქტურა, საოჯახო სასტუმროები და კვების ობიექტები. ტურის ფარგლებში გიდებმა და მედიის წარმომადგენლებმა თხილამურებითა და სნოუბორდით ისრიალეს.

ინფოტურის მიზანია ბახმაროში, ზაფხულის გარდა, ზამთრის სეზონზე საერთაშორისო და შიდა მოგზაურთა მოზიდვა და კურორტის პოპულარიზაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები