პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. შესაბამის განცხადებას კომიტეტი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ავრცელებს.

„ჩვენ სრულიად განადგურებულნი ვართ თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრების გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – აღნიშნულია კომიტეტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2500-ს გადააჭარბა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები