„შემდეგი იქნება სტრასბურგი“ – გიული ალასანია სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტისთის სასჯელის გადავადებაზე ან პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგში გაასაჩივრებენ.

როგორც ალასანიამ აღნიშნა, არც მას და არც მიხეილ სააკაშვილს სასამართლოსგან სხვა მოლოდინი არ ჰქონდათ.

„არავითარი სხვა მოლოდინი მე არ მქონია და არც ჩემს შვილს, იმიტომ, რომ ეს მოლოდინი, რა პირობებშიც ჩვენ ვცხოვრობთ, სხვა გადაწყვეტილება არ შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო. მთელი პროგრესული კაცობრიობა ჩემი შვილის მხარეს დგას. ნახეთ, ადევნეთ თვალი იმ რეზოლუციებს, რომლებსაც ყოველდღე იღებს ხან პოლონეთი, ხან უკრაინა. ახლა იქნება სტრასბურგი. ვერანაირი არგუმენტი მე ვერ შევამჩნიე საპირისპირო მხარეს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები