სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე უარი თქვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

აღნიშნული გადაწყვეტილება დასკვნით სხდომაზე მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას ყოფილი პრეზიდენტის ახლობლებისა და მხარდამჭერების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ შუამდგომლობასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესები დაახლოებით ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები