თურქეთში მიწისძვრის შედეგად 10 პროვინციაში დაღუპულთა რიცხვი 1498-მდე გაიზარდა, სულ მცირე – 8,5 ათასი დაშავდა.
ამის შესახებ თურქეთის მთავრობასთან არსებული საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და შედეგების აღმოფხვრის ოფისმა (AFAD) გამოაცხადა.
AFAD-ის ცნობით, კაჰრამანმარაში, კილისში, დიარბაქირში, ადანაში, ოსმანიეში, გაზიანთეფში, შანლიურფაში, ადიამანში, მალათიასა და ჰათაიში 2834 შენობა განადგურდა.
თურქეთის ხელისუფლება, განმეორებითი ბიძგების საშიშროების გამო, მოსახლეობას სახლებში დაბრუნებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.