თურქეთის ცენტრალურ ნაწილში კიდევ ერთი, 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

თურქეთის ცენტრალურ ნაწილში კიდევ ერთი, 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაცია ევროპის-ხმელთაშუა ზღვის სეისმური ცენტრის ვებ-გვერდზეა განთავსებული.

მედიის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ანკარაში იგრძნობოდა, ასევე, სირიაში – დამასკოში, ლატაკიასა და სხვა პროვინციაში.

სეისმური ცენტრის მონაცემით, 7,7 მაგნიტუდას განმეორებით 6 მაგნიტუდამდე ბიძგიც მოჰყვა.

თურქეთში კიდევ ერთი, 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, პირდაპირ ეთერში შენობა ჩამოინგრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები