მაია მირზიაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება

6 თებერვალს, 19:00 საათზე, აბრეშუმის გალერეის პავილიონში, მაია მირზიაშვილის გამოფენა და პერფორმანსი გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენაზე ექსპონატებს ცოცხალი ქალების ქანდაკებები წარმოადგენენ.
პერფორმანსის რეჟისორია ლელა ჭინჭარაული, გამოფენის კურატორი – ლიკა ხაინდრავა;
პერფომანსის მონაწილეები კი  – ჯიბის თეატრის პერფორმერები.
„მაია მირზიაშვილი – პირველი მჭედელი ქალია საქართველოში. პირველი ქალი, ვინც დაეუფლა ხესა და ლითონზე მუშაობის სპეციალობას. მუშაობდა ბრინჯაოს მასალაზე. ფლობდა ინქრუსტაციის ხელოვნებას. იყენებდა საოცარ ტექნიკას და ამუშავებდა ქვას, სადაფს, ხეს, შავ ლითონს, ბრინჯაოს, ტყავს და ამ ყველაფრით, მაიას შთაგონებით და ოსტატობით, იქმნებოდა სამკაულები, როგორც უმაღლესი ხელოვნების ნიმუშები.
მის ნაკეთობებში ყველა გამოსახულაბას და ფორმას თავისი მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს. მაია აგრეთვე მუშაობდა სამკაულებზე ექსკლუზიურად იმ ქალებისთვის, რომელთაც მასტექტომია (მკერდის მოკვეთა) ჰქონდათ ჩატარებული. ის მონაწილეობდა საერთაშორისო კონკურსებში. ესპანეთში – ახალგაზრდა მხატვართა გამოფენაზე, როგორც ნიჭიერი მხატვარი, დაჯილდოვდა. ვიბორგში გამართულ კავკასიის მხატვართა გამოფენაზე პირველ ადგილზე გავიდა, როგორც ქალი შემოქმედი, „ხისა და ლითონის” დარგში. მის მიერ დატოვებულმა ესკიზებმა და კვლევამ პერფორმანსის იდეის განხორიელების საშუალება მოგვცა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მისამართი: მ. კოსტავას ქუჩა №59 (ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის შენობა).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები