გორის მერია კიდევ ერთ სოციალურ პროექტს „ბედნიერ მომავალს“ დააფინანსებს
გორის მუნიციპალიტეტის მერია კიდევ ერთ სოციალურ პროექტს „ბედნიერ მომავალს“ დააფინანსებს.
პროექტის ფარგლებში, შესაბამის სამედიცინო-სარეაბილიტაციო მომსახურებას გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 0-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვები მიიღებენ, რომლებსაც აღენიშნებათ განვითარების ეტაპების დაყოვნება.
პროექტის მიზანი ბავშვებში კოგნიტiური, მოტორული, ადაპტური, კომუნიკაციური და ემოციური უნარების განვითარების ხელშეწყობაა.
ა(ა)იპმა „ბავშვთა განვითარების ცენტრმა აიქიუმ“, რომელმაც მერიასთან თანამშრომლობით აღნიშნულ სოციალური პროექტის განხორციელება დაგეგმა, სარეაბილიტაციო კლინიკა დღეს გორში, თამარ მეფის გამზირზე გახსნა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ორგანიზაციის ადმინისტრაციამ სტუმრებისთვის პრეზენტაციაც წარმოადგინა ცენტრის მუშაობის სპეციფიკის შესახებ.
2023 წელს, გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით აღნიშნული მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში 15-მდე სოციალურ პროექტი ხორციელდება.