სარჯველაძე: უკეთეს შემთხვევაში, Atlantic-ის სტატიის ავტორს არ აქვს ინფორმაცია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ, ან, უარეს შემთხვევაში, ის მიკერძოებულია და ამახინჯებს ფაქტებს
სტატიის ავტორის მეუღლე არის სააკაშვილთან მჭიდროდ დაახლოებული პირი, ამიტომ ამ ინფორმაციას საერთო არაფერი აქვს ობიექტურობასთან. მათი მიზანი, საერთო სურათს თუ შევხედავთ, არის ერთადერთი, რომ როგორმე სააკაშვილს აარიდონ სამართლიანი სასჯელი, – ასე აფასებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე გამოცემა Atlantic-ში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზეა საუბარი.
„ნამდვილად შეგვიძლია იმის თქმა, რომ დიდი ალბათობით ეს განპირობებულია გარკვეული მიკერძოებით. ალბათ ამით უნდა აიხსნას სტატიაში არსებული ბევრი ფაქტობრივი უზუსტობაც. ვინც გაეცნობა ამ სტატიას, დაებადება შთაბეჭდილება, რომ არა მხოლოდ დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, არამედ ზოგადი ინფორმაციაც კარგად არაა ცნობილი ავტორისთვის. თუნდაც NDI-ის ბოლოდროინდელ კვლევასთან თუ შევადარებთ განცხადებებს იმის შესახებ, თუ როგორია ხელისუფლების მხარდაჭერა, ნათელი იქნება, რომ ამ ადამიანს, უკეთეს შემთხვევაში, ან არ აქვს ინფორმაცია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ, ან, უარეს შემთხვევაში, ის მიკერძოებულია და ამახინჯებს ფაქტებს“, – აცხადებს სარჯველაძე.