ზურაბ ჩიკვილაძე: კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა საუკეთესო პრევენცია და ჯანმრთელი ცხოვრების წინაპირობაა

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ამ დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა საუკეთესო პრევენცია და ჯანმრთელი ცხოვრების წინაპირობაა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სიმსივნე დედამიწის მოსახლეობის სიკვდილიანობის გამომწვევ მიზეზებში ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებს. კიბოს გლობალური ეპიდემია მზარდია და არაგადამდებ დაავადებებს შორის დღეისთვის ერთ-ერთი გავრცელებული დიაგნოზია.

„მსოფლიო პრაქტიკის თანახმად, კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდა და ცნობიერების ამაღლება უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს. ეს კი, თავის მხრივ, დაავადების სტიგმატიზაციისა და მასთან დაკავშირებული სხვა სტერეოტიპების დაძლევას უწყობს ხელს. ადრეული დიაგნოსტიკა საუკეთესო პრევენცია და ჯანმრთელი ცხოვრების წინაპირობაა.

თბილისის მერიამ 2022 წელს დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში 130 857 შემთხვევა დააფინანსა, მათ შორის 115 491 გამოკვლევა ეროვნულ სკრინიგ ცენტრში ჩატარდა. 2023 წელს თბილისის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პროგრამები მზარდი ბიუჯეტით გრძელდება, რაც 27 მილიონზე მეტ ლარს შეადგენს. ყველას მოგიწოდებთ, ჩაერთოთ ეროვნულ სკრინინგ პროგრამაში და ჯანმრთელობას გისურვებთ“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

4 თებერვალს – კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს – თბილისის ანძა ლურჯ და ნარინჯისფერებში განათდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები