მოძვსა და ჯალაურთაში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფელ მოძვსა და ჯალაურთაში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრებს, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე კობა ქიმაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ხვედელიძე და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„სოფელ მოძვში მოსახლეობამ სამი საკითხი დააყენა კენჭისყრაზე:

სანიაღვრე არხის მოწყობა საავტომობილო გზის გასწვრივ, გარე განათების გაკეთება ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, სპორტული მოედნისთვის გარე განათების მოწყობა.

ხმათა უმრავლესობით სანიაღვრე არხების მოწყობა გადაწყდა.

სოფელ ჯალაურთაში მოსახლეობამ კენჭისყრისთვის გამოიტანა სამი საკითხი:

სოფლის სასაფლაოს შიდა ტერიტორიის მოწყობა, საუბნო გზების მოხრეშვა, ნოზაძეების უბანში სპორტული მოედნის შემოღობვა.

ხმათა უმრავლესობამ გადაწყვიტა საუბნო გზების მოხრეშვა.

შემდეგი შეხვედრა სოფელ მოხვაში, ცხომარეთსა და ქვემოხევშია დაგეგმილი.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 30 იანვარს მოსახლეობასთან დაწყებული შეხვედრები 14 თებერვალს დასრულდება“, – ნათქვამია საჩხერის მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები