დეგნანი – ოძისის სკოლის მოსწავლეებს: აღმაფრთოვანებელია სწავლისა და განვითარებისადმი თქვენი ურყევი სულისკვეთება

თქვენ იცით, რას ნიშნავს რუსეთის მიერ თქვენი ტერიტორიების მიტაცება და მის ჩრდილში ცხოვრება. ამის მიუხედავად, აღმაფრთოვანებელია სწავლისა და განვითარებისადმი თქვენი ურყევი სულისკვეთება, – ასე მიმართა საოკუპაციო ხაზთან მდებარე, ოძისის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა, რომელიც სკოლაში ამერიკული სივრცის გახსნას დაესწრო.

“ოძისში, ისევე როგორც ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მცხოვრებმა სხვა ადამიანებმა, კარგად იციან, რას ნიშნავს რუსეთის მიერ საქართველოს ოცი პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია. ჩემი თვალით ვნახე, როგორ ჩანს რუსეთის სამხედრო ბაზა ამ სკოლიდან. თქვენ იცით, რას ნიშნავს რუსეთის მიერ თქვენი ტერიტორიების მიტაცება და მის ჩრდილში ცხოვრება. ამის მიუხედავად, აღმაფრთოვანებელია სწავლისა და განვითარებისადმი თქვენი ურყევი სულისკვეთება”, – თქვა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები